top of page

ციფრული მარკეტერი და სოციალური მედიის მენეჯერი

Tata's Blog

ციფრული მარკეტერი არის პროფესიონალი, რომელიც იყენებს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს და ინსტრუმენტებს პროდუქტების, სერვისების ან ბრენდების პოპულარიზაციისთვის. მისი მიზანია მიაღწიოს და ქონდეს ინტერაქცია სამიზნე აუდიტორიასთან, გაზარდოს ტრაფიკი ვებსაიტზე ან ონლაინ პლატფორმებზე და გადააქციოს ვიზიტორები მომხმარებლებად. მუშაობს ციფრული არხებისა და სტრატეგიების ფართო სპექტრზე.


ციფრული მარკეტინგის მოვალეობებია:


  • სტარტეგიების შემუშავება: ციფრული სტარტეგიების შექმნა ბიზნესის მიზნების მიღწევებისთვის;


  • კამპანიები: ონლაინ კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;


  • ანალიტიკა:მონიტორინგი და ანალიზი კამპანიების მუშაობის, გუგლ ანალიტიკსის გამოყენებით და სხვა..


  • კონტენტის შექმნა: სხვადასხვა არხებისთვის კრეატიული კონტენტის შექმნა;


  • SEO: ვებსაიტის ხილვადობის გაზრდა საკვანძო სიტყვების კვლევებით და გვერდის ოპტიმიზაციის საშუალებით;


  • რეკლამა: PPC კამპანიების მართვა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა google ads და სოციალური მედიის რეკლამები.


  • იმეილ მარკეტინგი: ელ ფოსტის კამპანიების შემუშავება და მისი მართვა;


  • social media: სოციალური მედიის აქტივობების ზედამხედველობა, აუდიტორიის ჩართულობისა და ბრენდის განვითარებისთვის.


სოციალური მედიის მენეჯერი ფოკუსირებულია კომპანიის სოციალური მედიის მართვაზე. მისი მოვალეობები მოიცავს: კონტენტის შექმნას, კურირებს და გეგმავს კონტენტს სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფრომებზე, ინტერაქციაშია ფოლოვერებთან, და მუშაობს სოციალური მედიის ანალიზზე.


სოციალური მედიის მენეჯერის მოვალეობებია:


  •  კონტენტის შექმნა: სოციალური მედიისთვის მორგებული პოსტების, გრაფიკის, ვიდეოების და სხვა კონტენტის შემუშავება.


  • სოციალური მედიის სტრატეგია: სოციალური მედიის სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდის ხილვადობისა და ჩართულობის გასაუმჯობესებლად;


  • პლატფორმების მართვა: პლატფორმის მართვა ისეთი როგორიცაა Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა


  • ანალიტიკა: მონიტორინგი და ანალიზი სოციალური მედიის მეტრიკის, მომავალი სტრატეგიის გაუმჯობესისთვის.


  • ბრენდის მონიტორინგი: დაკვირვება და ბრენდის განვითარება სოციალურ ქსელებში.



სხვაობა:


შესასრულებელი სამუშაო:


ციფრული მარკეტერი: მართავს SEO, PPC, კონტენტ მარკეტინგი, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგი და სხვა.


სოციალური მედიის მენეჯერი: ძირითადად ფოკუსირებულია კონტენტის შექმნაზე, საზოგადოების მართვაზე და პლატფორმის სპეციფიკურ სტრატეგიებზე.



Tools and Platforms:


ციფრული მარკეტერი: იყენებს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს SEO, გუგლ ანალიტიკის, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგისა და რეკლამისთვის.


სოციალური მედიის მენეჯერი: იყენებს სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტებსა და პლატფორმებს, როგორიცაა Hootsuite, Buffer ან Sprout Social.



მიზანი


ციფრული მარკეტერი: მიზნად ისახავს გაზარდოს მთლიანი ონლაინ ხილვადობა, ტრაფიკი და კონვერტაციები.


სოციალური მედიის მენეჯერი: მიზნად ისახავს სოციალური მედიის მიმდევრების გაზრდას, ჩართულობას და ბრენდის ყოფნას სოციალურ მედია პლატფორმებზე.




 
 
 

Recent Posts

See All

ციფრული მარკეტინგი

ციფრული მარკეტინგი გულისხმობს ციფრული არხების, პლატფორმების და ტექნოლოგიების გამოყენებას პროდუქტების, სერვისების ან ბრენდების...

Comentários


სოციალური მედიის კურსი

ResTart Boost

Restart Google ads

   Follow Us:

  • White Facebook Icon
  • White Instagram Icon
bottom of page